Mundo Deportivo - გალიანი "რეალში" სამუშაოდ მიიწვიეს
Mundo Deportivo - გალიანი "რეალში" სამუშაოდ მიიწვიეს

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დაინტერესებულია “მილანის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლეგენდარული ადრიანო გალიანის სამუშაოზე აყვანით.
ესპანელმა ჩინოვნიკმა იტალიელს ესპანეთის ჩემპიონის დირექტორთა საბჭოში შესთავაზა თანამდებობა. ჯერჯერობით უცნობია, ამ წინადადებაზე გალიანის პასუხი – წერს Mundo Deportivo.
გალიანი, ამჟამად უმუშევარია. ის “მილანში” 1986-2017 წლებში მოღვაწეობდა. ფლორენტინო პერესი 2000 წლიდან “რეალის” პრეზიდენტია.