Mundo Deportivo - ანტუან გრიზმანი „ბარსელონას“ მოელაპარაკა
Mundo Deportivo - ანტუან გრიზმანი „ბარსელონას“ მოელაპარაკა

ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo-სთვის ცნობილი გახდა, რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდი ანტუან გრიზმანი, დიდი ალბათობით, “ბარსელონაში” გააგრძელებს კარიერას.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ფრანგ ფეხბურთელს წინადადებით მიმართეს “მანჩესტერ იუნაიტედის” წარმომადგენლებმა და სწორედ მათ გამოუცხადა გრიზმანმა, რომ არსებობს შეთანხმება კატალონურ გრანდთან.
გრიზმანი “ატლეტიკოში” 2014 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. ფრანგი ფორვარდის კონტრაქტში მითითებულია გასაყიდი თანხა – 100 მილიონი ევრო. 2018 წლის პირველი ივლისიდან ეს თანხა 200 მილიონამდე გაიზრდება.