მუნდიალის ფლეი ოფი: შვედეთმა იტალია დაამარცხა
მუნდიალის ფლეი ოფი: შვედეთმა იტალია დაამარცხა

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში “ფრენდს არენაზე” მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც შვედეთის ნაკრებმა 1:0 დაამარცხა იტალია. მატჩში ერთადერთი გოლი ათენის აეკ-ის ფეხბურთელმა იაკობ იოჰანსონმა გაიტანა. ის 57-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა მოედანზე და 61-ე წუთზე შეძლო გამარჯვების გოლის გატანა.

იტალია სათამაშო უპირატესობა ჰქონდა: ბურთს 64 პროცენტი ფლობდა, კუთხურების შეფარდება 7-1 იყო, მაგრამ გუნდებს დარტყმების რაოდენობა თითქმის ერთნაირი ჰქონდათ – ცხრა (ორი ზუსტი) იტალიას, რვა (სამი ზუსტი) – შვედეთს.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
შვედეთი: ოლსენი – კრაფტი (83. სვენსონი), ლინდელოფიგრანკვისტიაუგუსტინსონი – კლაესონილარსონიეკდალი (57. იოჰანსონი), ფორსბერგი – ტოივონენი, ბერგი (75. ტელინი).
იტალია: ბუფონი – ბარძალიბონუჩიკიელინი – კანდრევაპაროლო, დე როსი, ვერატი (76. ინსინიე), დარმიანი – ბელოტი (65. ედერი), იმობილე.

განმეორებითი მატჩი იტალიაში 13 ნოემბერს გაიმართება.