მუჰამედ ალის შვილიშვილმა პროფესიულ რინგზე სადებიუტო ბრძოლა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ლეგენდარული ამერიკელო მოკრივის მუჰამედ ალის შვილიშვილმა ალი უოლშმა პირველ რაუნდში ნოკაუტით მოიგო თავისი სადებიუტო ორთაბრძოლა პროფესიულ რინგზე. 21 წლის უოლში ოკლაჰომას შტატის ქალაქ კატოსში დაუპირისპირდა თანამემამულე ჯორდან უიქსს.
ბრძოლა პირველი რაუნდის მეორე წუთზე შეწყდა. უიქსისთვის ეს იყო კარიერაში მეორე წაგება. მას პროფესიულ რინგზე ოთხი მოგება აქვს.
„როგორი ზღაპრული ღამეა ამ ახალგაზრდა ადამიანისთვის. მისი ბაბუა ამაყი იქნებოდა“, – დაწერა „ტვიტერში“ ბრძოლის პრომოუტერმა ბობ არუმმა.
მოჰამედ ალი (1942-2016) მძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი (1964-1966, 1974-1978) იყო. მან პროფესიულ რინგზე 61 ბრძოლა ჩაატარა და 56 მოიგო (37 – ნოკაუტით).