ავტორიტეტულმა ამერიკულმა პორტალმა CBS Sports-მა შეადგინა ბოლო 50 წელიწადში საუკეთესო მძიმეწონოსანთა რეიტინგი.
სიას სათავეში ჩაუდგა ლეგენდარული მუჰამედ ალი, ხოლო ტოპ-ათეულში ერთადერთი მოქმედი მოკრივეა – WBC-ის ბრიტანელი ჩემპიონი ტაისონ ფიური.
სრულად TOP10-ს ასეთი სახე აქვს:
1. მუჰამედ ალი (აშშ)
2. ლარი ჰოლმსი (აშშ)
3. ჯორჯ ფორმენი (აშშ)
4. ჯო ფრეზერი (აშშ)
5. ლენოქს ლუისი (ბრიტანეთი)
6. ევანდერ ჰოლიფილდი (აშშ)
7. მაიკ ტაისონი (აშშ)
8. ვლადიმირ კლიჩკო (უკრაინა)
9. ტაისონ ფიური (ბრიტანეთი)
10. ვიტალი კლიჩკო (უკრაინა)