მთვარობა აცხადებს, რომ „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს
მთვარობა აცხადებს, რომ „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს

მთვარობა აცხადებს, რომ უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. ამის შესახებ საუბარია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში, რომელიც ბიუროს დღეს წარედგინება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ აქტიური ღონისძიებები ტარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

„საანგარიშო პერიოდში (2020 წლის ივნისი-2021 წლის აპრილის ჩათვლით), სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა ოთხი „კანონიერი ქურდი“, ასევე „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 27 პირის მიმართ”, – ნათქვამია ანგარიშში.

დატოვე კომენტარი