მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კოსმონავტების სანაპიროს 13ა-ს მიმდებარედ მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები იწყება.
„დაგეგმილი სამუშაოების გამო 5 ნოემბრის 00:00 საათიდან სამი თვის განმავლობაში გზის სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, — აღნიშნულია ინფორმაციაში.