მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

13:14, 05.08.2025

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის მიზნით საავტომობილო მოძრაობა ერთი დღით ნაწილობრივ შეიზღუდება.

ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, 14:00 საათიდან დღის ბოლომდე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე – დიმიტრი უზნაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან გალაკტიონის  ხიდის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

მსგავსი