მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

20:12, 19.08.2025

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული საგზაო მონაკვეთის აღდგენის მეორე ეტაპი იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„დაგეგმილი სამუშაოების გამო აღნიშნულ ტერიტორიაზე 19 აგვისტოს 20:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა მტკვრის მხარეს, განაპირა საავტომობილო ზოლში შეიზღუდება.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს გიხდით“, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.

მსგავსი