მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ნაღმის აფეთქების შედეგად, აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო რუსი სამხედრო დაიჭრა
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ნაღმის აფეთქების შედეგად, აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო რუსი სამხედრო დაიჭრა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო რუსი სამხედრო დაიჭრა. ასევე დაიჭრა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოთხი თანამშრომელი. ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს.

მათი ცნობით, აფეთქება ტერტერის რაიონში, დასახლებულ პუნქტ მაგადიზთან მოხდა, სადაც დაღუპულთა ცხედრების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.