მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 09:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის, ვეკუას, სულხანიშვილის, მტკვრის, ათონელის, ნიშნიანიძის და ფურცელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის და ბესარიონ ჟღენტის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.