მთაწმინდის რაიონში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება
მთაწმინდის რაიონში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, სოფ.კიკეთი, სამხედრო ბაზის მიმდებარედ, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 12:00-18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში სოფ.კიკეთს და სოფ.დიდებას.

„წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.