მთაწმინდის პარკში მეგზევის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება
მთაწმინდის პარკში მეგზევის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში, „პარკ ვენიუში“ დღეს მეგზევის დღე აღინიშნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე გამომსვლელები მეგზევის დღის ტრადიციაზე, საგზაო სექტორის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მაოდგილე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, ქართული საგზაო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები.

მეგზევის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება მთაწმინდის პარკში 17:30 საათზე დაიწყება.