მთაწმინდაზე მრავალბინიანი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა
მთაწმინდაზე მრავალბინიანი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა

მთაწმინდაზე, უკლებას ქუჩაზე მრავალბინიანი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა.

პროექტი მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 148 ათასი ლარი დაიხარჯა.

„სამუშაოების ფარგლებში, გამაგრდა შენობის კონსტრუქციული ელემენტები – საძირკველი და მზიდი კედლები, რომლებიც სეისმური სარტყელით შეიკრა, ფანჯრებსა და კარებზე კი ღიობები ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდა.

კონსტრუქციული ელემენტების გამაგრების პარალელურად, შენობა ახალი ქანობიანი სახურავით გადაიხურა“, – ნათქვამია მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლიდან, გამგეობამ მთაწმინდაზე ავარიული რვა სახლი გაამაგრა. თანადაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები კიდევ ორ ავარიულ სახლის უტარდება.