მთავრობის სტრატკომი - ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს კონკრეტულ კერძო პროექტში ბიზნესინტერესები აქვს, დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს
მთავრობის სტრატკომი - ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს კონკრეტულ კერძო პროექტში ბიზნესინტერესები აქვს, დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს

ინფორმაცია, თითქოსდა ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ბიზნესინტერესები კონკრეტულ კერძო პროექტში არის ცრუ და სრულიად დაუსაბუთებელი, ეს არის აბსურდული, უსაფუძვლო, ვარაუდებზე დაფუძნებული ბრალდებები, რომლებიც დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს, – ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული მორიგი ფეიკნიუსი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ ფეიკნიუსს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მცდელობას.

აღნიშნულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ცრუ და სრულიად დაუსაბუთებელი ინფორმაცია, თითქოსდა ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ბიზნესინტერესები კონკრეტულ კერძო პროექტში.

ეს არის აბსურდული, უსაფუძვლო, ვარაუდებზე დაფუძნებული ბრალდებები, რომლებიც დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს.

აღნიშნულ კამპანიას პარტიული ტელევიზიები სხვადასხვა ფეიკნიუსების გავრცელებით ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ პერიოდულად ახორციელებენ, რაც პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ წარუმატებელ მცდელობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.