მთავრობის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება

ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სოფლებში მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება განხორციელდება.

„ეს კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა. მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში  არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა. ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობა ხდება, იმისთვის, რომ ფერმერებმა ნორმალურად იმუშაონ, ჩვენმა ბავშვებმა ნორმალურად მიიღონ განათლება და ცხოვრების ჩვეულებრივი დონე, ისეთი, როგორიც არის ქალაქში, მივიტანოთ სოფლად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.