მთავრობის ანგარიშის მიხედვით, 22 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, ქვეყანაში სადეზინფექციო ხსნარით 1 718 016 ავტომანქანა დამუშავდა, თერმოსკრინინგი ჩაუტარდა 2 532 937 ადამიანს
მთავრობის ანგარიშის მიხედვით, 22 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, ქვეყანაში სადეზინფექციო ხსნარით 1 718 016 ავტომანქანა დამუშავდა, თერმოსკრინინგი ჩაუტარდა 2 532 937 ადამიანს

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სხვადასხვა ქალაქებთან განთავსებული 130-მდე ბლოკპოსტიდან 85 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თავდაცვის ძალების მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ხორციელდებოდა მოქალაქეების გადაადგილების კონტროლი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმება.

ანგარიშის თანახმად, 22 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით 1 718 016 ავტომანქანა დაამუშავეს სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო 2 532 937 ადამიანს ჩაუტარეს თერმოსკრინინგი.

„თერმოსკრინინგის ფარგლებში ტემპერატურა დაუფიქსირდა 161 პირს, რის შესახებაც შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა მართვის ცენტრებსა და სამედიცინო დახმარების ცენტრს, შედეგად კი, დროულად მოხდა შესაძლო ინფიცირებულ პირთა გადაადგილების აღკვეთა და დაავადების გავრცელების პრევენცია“,- ნათქვამია ანგარიშში.