მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

00:54, 10.04.2021

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

მსგავსი