მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ეროვნული ნაკრების წევრების ფოტოკოლაჟის ინსტალაციით განათდა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ეროვნული ნაკრების წევრების ფოტოკოლაჟის ინსტალაციით განათდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ეროვნული ნაკრების წევრების ფოტოკოლაჟის ინსტალაციით განათდა.

ინსტალაცია გზავნილით – „პირველად ისტორიაში“ კანცელარიის შენობაზე 20:00 საათზე აინთო და 00:00 სააათამდე იქნება.

ინსტალაცია ეძღვნება გუშინდელ საფეხბურთო მატჩს, რომელზეც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.