მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერი გონივრულ ვადაში მიიღებს

15:49, 31.07.2018

მთავრობის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მისაღების ხელმძღვანელი მამუკა ასათიანი შვილმკვდარ მშობლებს და „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას ​ ხვდება. ასათიანმა მათ განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს ზაზა სარალიძის მიერ შეხვედრის შესახებ მოთხოვნის თაობაზე დღესვე აცნობებს და პრემიერი გადაწყვეტილებას გონივრულ ვადაში მიიღებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე არის მისული და თანმხლებ პირებთან ერთად პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. ამასთან, პრემიერ-მინისტრის სახელზე მან და ზვიად კუპრავამ 30-მდე საქმე დატოვეს, რომელიც მათი თქმით, გამოუძიებელია.

მსგავსი