მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებები გრძელდება
მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებები გრძელდება

მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებები გრძელდება.

პოლიციამ ტერიტორიდან რამდენიმე პირი გაიყვანა, მათ შორის  – ერთი სასულიერი პირი.

კანცელარიასთან რამდენიმე პოლიტიკოსი და ლგბტ თემის მხარდამჭერი რჩება, იქვე არიან კონტრაქციის მონაწილეებიც. დაკავებული პირები ცდილობდნენ, პოლიციის კორდონის გარღვევას და „თბილისი პრაიდის” მხარდამჭერებთან მისვლას, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, 22 პირია დაკავებული.

ამასთან, თავად ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის თანხლებით დატოვეს. მათი თქმით, ორშაბათიდან ლგბტ პრაიდის ორგანიზების მიზნით მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.