მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „SOS მოწამლული ჰაერი“ იმართება
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „SOS მოწამლული ჰაერი“ იმართება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „SoS მოწამლული ჰაერი“ იმართება. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

აქციის მონაწილეები მთავრობას კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავენ, როგორებიცაა გამკაცრებული ტექდათვალიერების აღსრულება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, საწვავში არსებული მავნე ნივთიერებების ნუსხის დადგენა და მშენებლობების დადგენილი წესის შესაბამისად შეფუთვა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები ამ მოთხოვნების აღსრულებისა და ეკოლოგიური პრობლემის მოგვარების მიზნით, მთავრობის მხრიდან კონკრეტული გეგმის წარდგენას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი