მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია სახელწოდებით „საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნის პრიორიტეტი“ გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია სახელწოდებით „საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნის პრიორიტეტი“ გაიმართა

საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნის პრიორიტეტი – ამ მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს.

აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, „ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „ჩემი ქალაქი მკლავს“, „საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაცია“, „ურბანული ლაბორატორია“ ორგანიზებით გაიმართა.

აქციის მონაწილეები შატილის გზაზე მომხდარ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურნენ.

მათი განცხადებით, მთავარი პრობლემა საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს შორის დაბალი კოორდინაციაა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია, სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც შსს-ს, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს კოორდინაციას გაუწევს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობისგან ტურისტული სააგენტოების დაქვემდებარებაში მყოფი ტრანსპორტის სისტემატური შემოწმებაც მოითხოვეს.