მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება ეხება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს
მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება ეხება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს

უქმე დღეები ნიშნავს, რომ ის არის ყველასთვის, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორისთვის, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება.

„რაც შეეხება თარიღებს როგორც მოგეხსენებათ, მანამდე დღესასწაულებია, შემდგომ შაბათ-კვირა უწევს, შემდგომ ისევ დღესასწაულია 12 მაისი, შესაბამისად, ეს დღეთა რაოდენობა იქნა ამის მიხედვით განსაზღვრული“, – განაცხადა ღიბრაძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დღეს რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის საბჭომ დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართა. ასევე საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი ქვეყნის მასშტაბით უქმე დღეებად გამოცხადდა.