მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს მაღაზია „ნოვას“ გენერალურმა დირექტორმა, ედიშერ ხიმშიაშვილმა განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი მოსალოდნელ „კოვიდ“-რეგულაციებს შეეხება.

„როგორც ვიცით, ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მთავრობის აპარატის წარმომადგენლებს ვხვდებით. გვითხრეს, რომ უნდა განვიხილოთ, მომავალში როგორ განვითარდება პროცესები, როგორ იმუშავებს ბიზნესი პანდემიის პარალელურად“, – განაცხადა ედიშერ ხიმშიაშვილმა.

ხიმშიაშვილის თქმით, მას კონკრეტული მოთხოვნები მთავრობის მიმართ არ აქვს.

„ასეთი პოზიცია ჩამოყალიბებული არ გვაქვს, მე პირადად არ მაქვს მსგავსი პოზიცია ჩამოყალიბებული. უბრალოდ, ველოდებით შეხვედრას, სადაც გვეტყვიან, როგორ ვიმოქმედოთ მომავალში“, – აღნიშნა ხიმშიაშვილმა.

მანამდე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.