მთავრობის ადმინისტრაცია – სრული აბსურდია მტკიცება, თითქოს ვლადიმერ პოზნერი და მისი თანმხლები პირები გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვისთვის საჭირო საშვებით სარგებლობდნენ

14:12, 01.04.2021

სრული დეზინფორმაცია და აბსურდია მტკიცება, თითქოს ვლადიმერ პოზნერი და მისი თანმხლები პირები გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვისთვის საჭირო საშვებით სარგებლობდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრა პირს, იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10) – ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს.  ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრა პირს, იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. შესაბამისად, სრული დეზინფორმაცია და აბსურდია იმის მტკიცება, რომ თითქოს ვლადიმერ პოზნერი და მისი თანმხლები პირები გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვისთვის საჭირო საშვებით სარგებლობდნენ“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პოზნერსა და მთელ მის დელეგაციას მინიჭებული ჰქონდა საშვები საქართველოს შსს-ის მიერ, ხოლო ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზე იყო მიღებული, მათ შორის ინფორმირებული იყო შს მინისტრიც.

მსგავსი