მთავრობის ადმინისტრაცია - გრიგოლ ლილუაშვილის სუს-ის უფროსად წარდგენა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა
გრიგოლ ლილუაშვილის სუს-ის უფროსად წარდგენა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს არანაკლებ 35 წლის, უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამართლდამცავ ორგანოებში მუშაობის სულ ცოტა ორი წლის გამოცდილება და რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.
„ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი სრულად აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მათ შორის სამუშაო სტაჟის ნაწილში.
კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარდა, გრიგოლ ლილუაშვილი იკავებდა თანამდებობებს კანონით სამართალდამცავი სტატუსის მქონე სახელმწიფო ორგანოებში (საბაჟო ორგანოები).
შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის წარდგენა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.