მთავარი პროკურორის მოადგილე - სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიება ჩიხში არ არის შესული
მთავარი პროკურორის მოადგილე - სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიება ჩიხში არ არის შესული

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე აღნიშნავს, რომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიება ჩიხში არ არის შესული.

გიორგი გოგაძემ აღნიშნა, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. გოგაძე არ საუბრობს საკითხზე, დატოვა თუ არა ქვეყანა სავარაუდო დამნაშავემ.

„გამოძიება არის აქტიურ ეტაპზე და მინდა გითხრათ, რომ ჩიხში არანაირად არ არის შესული. ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, გადაკვეთა თუ არა სავარაუდო დამნაშავემ საზღვარი. აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე რამდენიმე თვის წინ, ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, საკუთარ სამუშაო ოთახში მოკლული იპოვეს. მკვლელობა არ დრომდე არ არის გახსნილი. საქმის გამოძიებისთვის ძალოვან უწყებაში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფიც შეიქმნა.