„მთავარი არხის“ წამყვანი კოკო როინიშვილი - დარწმუნებული ვარ, ძალიან, ძალიან მალე მივაღწევთ იმ გამარჯვებას, რაც ასე ძალიან გვჭირდება ჩვენ და ჩვენს ქვეყანას
დარწმუნებული ვარ, ძალიან, ძალიან მალე მივაღწევთ იმ გამარჯვებას, რაც ასე ძალიან გვჭირდება ჩვენ და ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ წამყვანმა, კოკო როინიშვილმა საქართველოს პირველი არხის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია ერთად დგომა.
„მინდა, ყველამ გავაცნობიეროთ, უმნიშვნელოვანესია, რომ აქ ვართ ერთად, კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით, დარწმუნებული ვარ. ასევე, დარწმუნებული ვარ, ძალიან, ძალიან მალე მივაღწევთ იმ გამარჯვებას, რაც ასე ძალიან გვჭირდება ჩვენ და ჩვენს ქვეყანას. დიდება თავისუფლებას“, – განაცხადა როინიშვილმა.