მსოფლიოში ყველაზე მაღალმა მამაკაცმა და დაბალმა ქალმა ერთმანეთი გაიცნეს
მსოფლიოში ყველაზე მაღალმა მამაკაცმა და დაბალმა ქალმა ერთმანეთი გაიცნეს. შეხვედრა ეგვიპტის ტურიზმის საბჭოს ინიციატივით, პირამიდების ფონზე შედგა.
35 წლის თურქი ფერმერი სულთან ქესენი გინესის რეკორდების წიგნში, მსოფლიოში ყველაზე მაღალ ადამიანად არის მოხსენიებული. მისი სიმაღლე 251 სანტიმეტრია. ყველაზე დაბალი ქალის ტიტულს კი, 24 წლის ინდოელი ჯოტი ამჯი ფლობს. მისი სიმაღლე 62 სანტიმეტრია.
აღსანიშნავია, რომ სულთან ქესენის სიმაღლეში ზრდა ჰიპოფიზის სიმსივნით არის გამოწვეული. დაავადების გამო, მისი ორგანიზმი ჭარბი რაოდენობით გამოყოფს ჰორმონს. ინდოელ გოგონას კი, ახონდროპლაზია აქვს. თუმცა, დაავადება მას ხელს არ უშლის მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ვიდეორგოლებსა და მხატვრულ ფილმებშიც.


