მსოფლიოში ყველაზე მაღალი ფეხბურთელი ინგლისში სათამაშოდ გადავიდა

14:06, 08.02.2019

ინგლისის მეექვსე დივიზიონის კლუბმა „დალვიჩ ჰემლეტმა“ კონტრაქტი დანიელ მეკარესთან სიმონ იორგენსენთან გააფორმა. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ 26 წლის დანიელი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ფეხბურთელია – მისი სიმაღლე ორი მეტრი და 11 სანტიმეტრია.

„ზოგიერთი გულშემატკივარი, უბრალოდ, იმისთვის დაესწრო ვარჯიშს, რომ ის ცოცხლად ენახა“, – განაცხადა „დალვიჩის“ პრეზიდენტმა.

იორგენსენმა კარიერის დიდი ნაწილი დანიის დაბალ დივიზიონებში გაატარა, თუმცა „კოპენჰაგენის“ აღზრდილია.

მსგავსი