ინგლისის მეექვსე დივიზიონის კლუბმა „დალვიჩ ჰემლეტმა“ კონტრაქტი დანიელ მეკარესთან სიმონ იორგენსენთან გააფორმა. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ 26 წლის დანიელი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ფეხბურთელია – მისი სიმაღლე ორი მეტრი და 11 სანტიმეტრია.
„ზოგიერთი გულშემატკივარი, უბრალოდ, იმისთვის დაესწრო ვარჯიშს, რომ ის ცოცხლად ენახა“, – განაცხადა „დალვიჩის“ პრეზიდენტმა.
იორგენსენმა კარიერის დიდი ნაწილი დანიის დაბალ დივიზიონებში გაატარა, თუმცა „კოპენჰაგენის“ აღზრდილია.