აშშ-ის მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ ხმელთაშუა ზღვაში შევიდა
აშშ-ის მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ ხმელთაშუა ზღვაში შევიდა

აშშ-ის მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ ხმელთაშუა ზღვაში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ კვირას ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდისა და მისი თანმხლები დამრტყმელი ჯგუფის გაგზავნა ბრძანა, რადგან ტრამპი ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ზომების მიღების საკითხს განიხილავს.

მოსალოდნელია, რომ ავიამზიდს კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება ახლო აღმოსავლეთში მისასვლელად და ირანის წინააღმდეგ მოქმედებების დასაწყებად მზადყოფნისთვის.