მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა და ერთი ბარელის ღირებულება 113.4 აშშ დოლარს შეადგენს

15:25, 31.10.2026

31 ოქტომბერს მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით 2.3%-ით გაიზარდა.

დღეის მონაცემებით, ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი გუშინდელს 2.4%-ით აღემატება და 113.4 აშშ დოლარს შეადგენს.

ფასის მატება ამერიკულ ნედლ ნავთობზეც შეინიშნება. 31 ოქტომბერს ერთი ბარელის ფასი 104.1 ამერიკული დოლარია, რაც გუშინდელ ფასს 2.12%-ით აღემატება.

მსგავსი