მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 839 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 839 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებას 14 289 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით 155.66 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 3 250 648 ადამიანი კი, გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გასული დღე-ღამის განმავლობაში აღრიცხული შემთხვევების ნახევარზე მეტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე მოდის, რომელშიც ინდოეთის მონაცემებიცაა დამატებული. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, მესამეზე კი, ევროპის რეგიონია. ინფიცირებისა და მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აშშ-ია, მეორეზე ინდოეთი, მესამეზე კი, ბრაზილია.