მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 817 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 817 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებას მსოფლიოში 13 426 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებმა 156.4 მილიონს გადააჭარბა 3 264 143 ადამიანი კი, გარდაიცვალა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღრიცხული შემთხვევების ნახევარზე მეტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე მოდის, რომელშიც ჯანმო-მ ინდოეთის მონაცემებიც დაამატა. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, მესამეზე კი, ევროპის რეგიონი.