მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 75 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 75 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 18,65 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.
„როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა ევროპაში დაფიქსირდა, მეორე ადგილს ჩრდილოეთ ამერიკა იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე ლათინური ამერიკაა.