მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 4,5 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 4,5 მილიონს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსი 90 ათასზე მეტ პირს დაუდგინეს. ასეთია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები.
„კოვიდ-19“-ით 307 696 ადამიანი გარდაიცვალა. განიკურნა 1 637 000 ათასი ადამიანი.
კორონავირუსით გარდაცვლილთა, ინფიცირებულთა და განკურნებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია.
ინფიცირების შემთხვევების რიცხვით, მეორე ადგილს რუსეთი, ხოლო მესამეს დიდი ბრიტანეთი იკავებენ.