მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ლაბორატორიულად ვირუსი ბოლო ერთ წელიწადში 100 243 101 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია 2 156 850 ადამიანი.

„როიტერის“ ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველ შვიდ წამში ერთი ადამიანი „კოვიდ-19“_ით ინფიცირდება და ყოველდღიურად თითქმის 668 250 შემთხვევა ფიქსირდება.

ყველაზე რთული მდგომარეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთშია.

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის აცრა მსოფლიოს 56 ქვეყანაშია დაწყებული.