მსოფლიო მასშტაბით დღემდე კორონავირუსი 3 600 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსი 3 663 824 ადამიანს დაუდასტურდა.
მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ით დაღუპულების რაოდენობა 257 000-ს გადაცდა. „კოვიდ-19“-ს დღემდე უკვე 257 277 ადამიანი ემსხვერპლა.
იზრდება ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ისგან მსოფლიოში 1 199 257 ადამიანი გამოჯანმრთელდა.