მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2 800 000-ს უახლოვდება
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 195 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა პლანეტაზე 2 800 000-ს უახლოვდება.
ვირუსისგან განიკურნა 780 000-მდე ადამიანი.
პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ აშშ, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, თუმცა ბოლო მონაცემებით, ამ ქვეყნებში ყოველდღიურად აღრიცხულ ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს.
ამ ქვეყნების უმეტესობამ ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების გეგმა უკვე აამოქმედა.
„კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა ოფიციალურად 31 დეკემბერს ჩინეთში დაფიქსირდა. 2020 წლის მარტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის მსოფლიოში გავრცელების გამო პანდემია გამოაცხადა.