მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა

21:23, 08.11.2020

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 1 253 110 ადამიანი ემსხვერპლა, 32 მილიონზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოში დღეისთვის ცხრა ქვეყანაა, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ მილიონს აღემატება. ვირუსის გავრცელებისა და ლეტალობის მასშტაბით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 9.8 მილიონ ადამიანს დაუდგინდა, მათგან 237 ათასზე მეტი გარდაიცვალა. აშშ-ს მოსდევს ინდოეთი – 8.5 მილიონი ინფიცირებულით, ბრაზილია – 5.6 მილიონი, რუსეთი – 1.7 მილიონი., საფრანგეთი – 1.7 მილიონი., ესპანეთი – 1.3 მილიონი., არგენტინა – 1.2 მილიონი., გაერთიანებული სამეფო – 1.9 მილიონი., კოლუმბია კი 1.1 მილიონი.

მსგავსი