მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა

12:14, 14.08.2020

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა.

მოხალისეთა საერთაშორისო ჯგუფ „ვორლდომეტრის“ ინფორმაციით, 14 აგვისტოს დილის მონაცემებით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს 757 649 ადამიანი ემსხვერპლა, 14 მილიონი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ. ამ მონაცემებით ხუთეულში შედიან: ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი და სამხრეთ აფრიკა.

მსგავსი