მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „ვორლდომეტრსი“ (worldometers) ავრცელებს.

პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში ვირუსით 33 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. 24,5 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა რიცხვით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც კორონავირუსის შვიდ მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. მეორეზეა ინდოეთი ექვს მილიონზე მეტი ინფიცირებულით და ბრაზილია, სადაც ვირუსით ოთხი მილიონ 700 ათასი ადამიანი დაავადდა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, მათი ვარაუდით, ეფექტიანი ვაქცინის გამოჩენამდე „კოვიდ-19“-ისგან მსოფლიოში ორი მილიონი ადამიანი დაიღუპება.