მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მილიონ ასი ათასს გადააჭარბა

00:49, 17.10.2020

მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის მსხვერპლთა რიცხვმა მილიონ ასი ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამერიკული უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში „კოვიდ-19“ უკვე 39 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

მსოფლიო მასშტაბით ინფიცირების შემთხვევებისა და კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ აშშ-შია. აღსანიშნავია, რომ შემოდგომაზე აშშ-ში შემთხვევების რიცხვმა მოიმატა. საერთო ჯამში აშშ-ში კორონავირუსული ინფექციის 7 997 969 შემთხვევა გამოვლინდა, 217 987 ინფიცირებული კი გარდაიცავალა.

ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზე ინდოეთია, რომელიც აშშ-ს დაახლოებით 600 000 შემთხვევით ჩამორჩება.

ამასთან, აშშ-ის შემდეგ კორონავირუსულ ინფექციას ყველაზე მეტი ადამიანი ბრაზილიაში ემსხვერპლა. ბრაზილიაში „კოვიდი19“-ის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 150 000-ს აჭარბებს.

მსგავსი