მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 90 ათასს გადააჭარბა

22:28, 09.04.2020

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 90 ათასს გადააჭარბა.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია იტალიაში, სადაც ვირუსს 17 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მეორე ადგილზე ესპანეთია 15 238 გარდაცვლილით. 12 ათასს გადააჭარბა ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა საფრანგეთში. გაერთიანებულ სამეფოში კი, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა 10 ათასს აღემატება.

ამასთან, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 1.5 მილიონს აღემატება, მათგან 345 ათასამდე ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

მსგავსი