მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 125 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ამასთან, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ორ მილიონს უახლოვდება.
ყველაზე მეტად „კოვიდ-19“-ით დაზარალდა აშშ, იტალია, ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი. ხუთივე ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 100 000-ზე მეტია.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსისგან განიკურნა 486 000-ზე მეტი ადამიანი.