მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 160 000-ს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 160 000-ს გადააჭარბა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი კი, 2 300 000-ს.
ყველაზე რთული ვითარება რჩება აშშ-ში, სადაც „კოვიდ-19“ უკვე დაუდასტურდა 730 000-ზე მეტ ადამიანს. გარდაიცვალა 38 000-ზე მეტი პაციენტი.
ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა ფიქსირდება იტალიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში.
გართულდა ვითარება თურქეთში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე ირანის მონაცემებზე მეტია.
ამასთან, ვირუსის მსოფლიოში გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“ 595 ათასზე მეტმა პაციენტმა დაძლია. ყველაზე მეტი, 85 000 გამოჯანმრთელებული გერმანიაშია.