მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 მილიონ 372 ათასს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 მილიონ 372 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 მილიონ 372 ათასს გადააჭარბა.

პანდემიის დროს გლობალურის მასშტაბით ვირუსით დაინფიცირდა 57 მილიონ 564 ათასი ადამიანი. მათგან 36 მილიონზე მეტი განიკურნა. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, პანდემიის ეპიცენტრი ევროპაა.

ბოლო 24 საათში საფრანგეთში ვირუსით 23 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა. იტალიაში კი ვირუსს ბოლო დღე ღამეში 700 ადამიანი ემსხვერპლა. „კოვიდ-19“-ის 23 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა გერმანიაშიც.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა აშშ-შიც, სადაც პანდემიის დროს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 12 მილიონს უახლოვდება. გარდაიცვალა 254 ათასი პაციენტი.

ბრაზილიაში ვირუსის შემთხვევების რიცხვმა 6 მილიონს გადააჭარბა. 9 მილიონზე მეტი ინფიცირებულია ინდოეთშიც, სადაც ბოლო დღე-ღამეში ვირუსი კიდევ 24 ათასს ადამიანს დაუდასტურდა.