მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსით 44 059 551 ადამიანი დაინფიცირდა.

„კოვიდ-19“-ის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ია დაფიქსირებული, რომელსაც შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოსდევს. ყველა ამ ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა მილიონზე მეტია.

რაც შეეხება მსხვერპლს, მსოფლიოში ვირუსით ჯამში 1 168 107 ადამიანი გარდაიცვალა.

ყველაზე რთული მდგომარეობა ამერიკაში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და მექსიკაშია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსისგან 29 832 060 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

დატოვე კომენტარი